2 100 229
2 309 903
კალენდარი
უკანასკნელი სიახლეები
ტრენინგი ბენეფიციართა რეაბილიტაციის საკითხებზე
თარიღი : 2011 წლის 26 12, ორშაბათი 01:35

სახელმწიფო ფონდისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები მომავლისათვის“ ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი „მსხვერპლთა რეაბილიტაცია-რეინტეგრაციის საკითხებზე“. ინტერაქტიული ტრენინგის დროს, მონაწილეები ჯგუფებად დაიყვნენ და პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს თავიანთი შეხედულებები აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით.

   

16 დღიანი კამპანია ძალადობის წინააღმდეგ
თარიღი : 2011 წლის 25 11, პარასკევი 04:22

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია საქართველოში 25 ნოემბერს იწყება და მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას გენდერული პრობლემატიკისა და ქალთა მიმართ ძალადობის ირგვლივ. ქალთა მიმართ ძალადობა ფართოდ გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს. საქართველოში სტატისტიკით ყოველი მეთერთმეტე ქალი არის ძალადობის მსხვერპლი, თუმცა რეალური მაჩვენებელი შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს. საინფორმაციო თუ სარეკლამო აქტივობების შედეგად ბოლო დროს მატულობს ძალადობის ფაქტების გამოვლენის რიცხვი.

   

საუდის არაბეთის ქალებს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება მისცეს
თარიღი : 2011 წლის 26 09, ორშაბათი 03:21

 

საუდის არაბეთის მეფე აბდულას გადაწყვეტილებით, მის ქვეყანაში მცხოვრებ ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცემათ. რეფორმის განხორციელება შესაძლებელი გახდება სექტემბრის ბოლოდან, ადგილობრივი არჩევნების ჩატარების შემდეგ. თუმცა პრაქტიკაში ეს გაცილებით გვიან, ოთხი წლის შემდეგ დაინერგება, როდესაც მომავალი არჩევნები შედგება. ბი-ბი-სი- კორესპონდენტის განცხადებით ეს რევოლუციური ცვლილებაა იმ ქვეყნისთვის სადაც ქალებს მანქანის ტარების უფლება არ ააქვთ, ეკრძალებათ ქვეყნის დატოვება თანმხლები ნათესავი მამაკაცის გარეშე და .. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილება ერთგვაროვნად არ იქნება აღქმული საზოგადოებაში.

www.bbc.co.uk/russian/international/2011/09/110925_saudi_women_vote.shtml

 


 

კონკურსი მამაკაცებისთვის
თარიღი : 2011 წლის 21 09, ოთხშაბათი 02:23

 

 

გაეროს მდივნის პან გი მუნის ინიციატივით 2008 წლიდან მიმდინარეობს კამპანია "გავერთიანდეთ ქალთა წინააღმდეგ ძალადობის დასაძლევად". მისი მიზანია საზოგადობის ინფორმირებულობა, პოლიტიკური ნების გამყარება და რესურსის გაზრდა ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით. კამპანიის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი 18-დან 25-წლამდე ვაჟებში, საუკეთესო თემატური მაისურის დიზაინში. 5 გამარჯვებული კონკურსანტი პრემიის მისაღებად აშშ-ში გაემგზავრება. დაჯილდოვება ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს 22 ნოემბერს შედგება, გაეროს შტაბ-ბინაში. დამატებითი ინფორმაცია http://unitetshirtcompetition.org/en/home   

<< თავში     < წინ     შემდეგი >     ბოლოში >>

5 გვერდის 1 გვერდი...

პროექტები
ტრენინგი მასმედიის წარმომადგელებისათვის
თარიღი : 2011 წლის 11 04, ორშაბათი 04:08

ფონდი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტის ფარგლებში ახორციელებს პროექტს ”საქართველოს მასშტაბით მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე”. 

309 903 ოჯახში ძალადობის ცხელი ხაზი
თარიღი : 2011 წლის 22 03, სამშაბათი 04:13

"ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის" და გაეროს ქალთა ფონდის მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა ოჯახში ძალადობის ცხელი ხაზის ამოქმედება. პროექტის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელდა სხვადასხვა სახის საზოგადოებრივი აქტივობა. ჩატარდა რაგბის მატჩი, რომლის დროსაც  პროექტის მონაწილეებსა და მაყურებლებს დაურიგდათ საინფორმაციო სახის ბროშურები და ცხელი ხაზის ნომრიანი მაისურები. რესტორან "Two side"ში სარეკლამო ვიდეო რგოლის პრეზენტაცია მოეწყო.

ქ. ბათუმში არსებული თავშესაფარი
თარიღი : 2011 წლის 16 03, ოთხშაბათი 01:47

ბათუმში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა თავშესაფარი 2006 წელს გაიხსა.

ქ. გორში არსებული თავშესაფარი
თარიღი : 2011 წლის 16 03, ოთხშაბათი 12:44

2010 წელს ქ. გორში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარმა დაიწყო ფუნქციონირება. მანამდე აღნიშნულ შენობას სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა.

<< თავში     < წინ     შემდეგი >     ბოლოში >>

2 გვერდის 1 გვერდი...