|

“ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად შეიქმნა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი, ადამინით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების მიზნით, რაც მოიცავს: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარებასა და მათი კანონიერი ინტერესების დაცვას;
• თავშესაფრით უზრუნველყოფას;
• იურიდიული დახმარებას;
• ფსიქოლოგიურ და სამედიცინო მომსახურებას;
• რეაბილიტაციას ოჯახსა და საზოგადოებაში და ასევე, ხელს უწყობს მათ სრულ რეინტეგრაციას.
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ცხელი ხაზი 2 100 229
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა მომსახურების მიზნით ფონდთან არსებობს ორი თავშესაფარი. თავშესაფრის მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერლებსა და დაზარალებულებს. თავშესაფარში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის, დაზარალებულიხ განთავსება შესაძლებელია მხოლოდ მათი თანხმობით.
თავშესაფარში ყოფნის ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 თვის ვადით, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, მსხვერპლის მდგომარეობის მიხედვით, ეს ვადა შეიძლება გაიზარდოს თავშესაფრის ადმინისტრატორის მიერ. მსხვერპლის მიერ თავშესაფრის დატოვება შესაძლებელია აღნიშნული ვადის ამოწურვამდეც თუ პირი თავად გამოთქვამს ამის სურვილს.
თავშესაფარი უზრუნველყოფს შემდეგი სახის მომსახურებას: უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილი
• საკვები და ტანსაცმელი
• ფსიქოლოგიური კონსულტაცია
• იურიდიული დახმარება
• მსხვერპლისთვის გასაგებ ენაზე ინფორმაციის მიწოდება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თარჯიმნის მომსახურება;
• რეაბილიტაციისა და ოჯახსა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მოკლე და გრძელვადიან პროგრამებში მონაწილეობა (პროფესიული სწავლებისა და საგანმანათლებლო პროგრამები, ხელშეწყობა დასაქმებაში).
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად დარეკეთ 2 309 903
|