სიახლე:
მათ თქვენი თანადგომა სჭირდებათ!მიმღების ბანკი_სახელმწიფო ხაზინა მიმღების დასახელება_ხაზინის ერთიანი ანგარიში ბანკის კოდი_TRESGE22 მიმღების სახაზინო კოდი_707087509 ...
ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე ხუთშაბათი, 28 ივლისი 2016 00:00 | News

atipfund.gov.ge2013 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 30 ივლისი დააწესა როგორც ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე. 28 ივლისს, სახელმწიფო ფონდმა დაიწყო მასშტაბური საინფორმაციო კამპანია, რომელიც ამ დღისადმი არის მიძღვნილი. თბილისში პუშკინის სკვერში მოეწყო საინფორმაციო კუთხე და მოსახლეობას დაურიგდა საკონსულტაციო ცხელი ხაზის გამოსახულებიანი მაისურები, ჩანთები და საინფორმაციო ბროშურები. 29 ივლისს ფონდი მონაწილეობას მიიღებს იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში. 30 ივლისს საინფორმაციო კამპანია უკვე აჭარაში, კერძოდ კი საზღვრისპირა რეგიონში გადაინაცვლებს. სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან და მიმდებარე ქალაქებში ფონდის თანამშრომლები შეხვდებიან მოსახლეობას. ამავე დღეს ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა 34 სოფლის საზოგადოებრივ ცენტრში.

 
ოჯახში ძალადობის შემცირების პროექტი ორშაბათი, 18 ივლისი 2016 00:00 | News

atipfund.gov.geადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა, USAID-ის ოჯახში ძალადობის შემცირების პროექტის პრევენციის კომპონენტის ფარგლებში, ხარაგაულის რაიონის სოფელ ღორეშას მოსახლეობასთან, ოჯახში ძალადობის საკითხებზე, დისკუსია გამართა. შეხვედრა, სოფელ ღორეშას საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარდა და მას სახელმწიფო ფონდის იურისტი, ირაკლი ჭყონია უძღვებოდა. შეხვედრას 20 მონაწილე ესწრებოდა, მათ მიეწოდათ ინფორმაცია ძალადობის არსის, ფორმებისა და შედეგების, ასევე ფონდის საქმიანობასა და მომსახურებების შესახებ, რომლებსაც სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლებს სთავაზობს. შეხვედრის მიზანი ძალადობის საკითხებზე რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირება და მათი მგრძნობელობის ამაღლება იყო.

 
იმიტირებული სასამართლო პროცესის ტურნირის ფინალი პარასკევი, 15 ივლისი 2016 00:00 | News

atipfund.gov.ge10 ივლისს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ოჯახში ძალადობის თემაზე იმიტირებული სასამართლო პროცესის ტურნირის ფინალი გაიმართა. ღონისძიება გაიმართა აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროგრამისა და ევროკავშირის დახმარებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრთან (IRC), ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან (GAU) და საქართველოს საზოგადოებრივ ინსტიტუტთან (GIPA) პარტნიორობით.

დაწვრილებით...
 
ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ანგარიში ხუთშაბათი, 30 ივნისი 2016 00:00 | News

atipfund.gov.geადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლისათვის გატარებული ღონისძიებებით საქართველო ყველაზე წარმატებულ ქვეყნებს შორის მოხვდა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2016 წლის ანგარიშშია ნათქვამი. საქართველომ 1-ლ კალათაში გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და მთავრობა სისტემატურად ახორციელებს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს. ტრეფიკინგთან ეფექტიანი ბრძოლის კუთხით საქართველო ადგილს იკავებს ევროკავშირის ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიცაა: ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, კანადა, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, ლიტვა, ჩეხეთი, პოლონეთი და სხვა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შედეგები იუსტიციის სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა,

დაწვრილებით...
 
ოჯახში ძალადობის რეფერალური მექანიზმის ფართო საჯარო განხილვა ოთხშაბათი, 29 ივნისი 2016 00:00 | News

atipfund.gov.geადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის, ოჯახში ძალადობის შემცირების პროექტის ორგანიზებით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის თაობაზე ეროვნული რეფერალური მექანიზმის პროექტის ფართო საჯარო განხილვა მოეწყო. შეხვედრას, როგორც რეფერალის სუბიექტი ორგანიზაციების,

დაწვრილებით...
 
ენერგოეფექტური ღონისძიებები თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში ორშაბათი, 27 ივნისი 2016 00:00 | News

atipfund.gov.geთბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში პროექტის „სითბო მოხუცებს – ენერგოეფექტური ღონისძიებები თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში“ პრეზენტაცია გაიმართა, რომლის ფარგლებში განხორციელდა შენობის გაზიფიცირება და გათბობის სისტემის მონტაჟი. პროექტის განხორციელება სხვადასხვა სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციების თანადაფინანსებით გახდა შესაძლებელი: სახელმწიფო ფონდი,

დაწვრილებით...
 
ეთერ თეთრაძის მონოსპექტაკლი პარასკევი, 17 ივნისი 2016 00:00 | News

atipfund.gov.geთბილისის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარის ბენეფიციარები საქველმოქმედო ორგანიზაცია „ჩეხოს სახლის“ ქველმოქმედებით კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გამართულ პოეტისა და ფოლკლორისტის, ეთერ თათარაიძის მონოსპექტაკლს დაესწრნენ, კულტურის სამინისტროს პროექტის „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში.

 
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე შაბათი, 11 ივნისი 2016 00:00 | News

atipfund.gov.geშავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტის მარიამ კევლიშვილის ორგანიზებით, თბილისის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ბენეფიციარებმა მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ გასართობ პროგრამაში.